წესები და პირობები
მომსახურების პირობები და მომხმარებლის პასუხისმგებლობა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებულ პირობებს. ჩვენი მიზანია დავიცვათ როგორც თქვენი, ისე ჩვენი უფლებები.
1. მომსახურების აღწერა:
გთავაზობთ ვებდიზაინის, ვებდეველოპმენტის, SEO ოპტიმიზაციისა და ციფრული მხარდაჭერის მომსახურებებს. ყველა პროექტი შემუშავდება შეთანხმებულ პირობებზე დაყრდნობით.
2. მონაცემთა დაცვა:
მომხმარებლის მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია დაცულია და გამოყენებული იქნება მხოლოდ მომსახურების შესრულების მიზნით. არ გავავრცელებთ მონაცემებს მესამე პირებთან თანხმობის გარეშე.
3. კოდის მფლობელობა:
დასრულებული პროექტის კოდი ეკუთვნის მომხმარებელს მას შემდეგ, რაც სრულად დაფარულია მომსახურების ღირებულება. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევინახოთ არაკომერციული ნაწილები პორტფოლიოსთვის.
4. გადახდები და ანაზღაურება:
მომსახურებაზე ფასები მითითებულია წინასწარ. თანხის გადახდა ხორციელდება ეტაპობრივად ან შეთანხმებული გრაფიკით. ანაზღაურება განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაიწყო მომსახურების შესრულება.
5. ტექნიკური მხარდაჭერა:
პროექტის დასრულების შემდეგ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტექნიკური მხარდაჭერა ცალკე პირობებით. მხარდაჭერის პირობები, ვადები და შინაარსი წინასწარ განისაზღვრება.
6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა:
არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის მიერ ვებსაიტზე განხორციელებულ ცვლილებებსა და ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მხრიდან უსაფრთხოების წესების დაუცველობით.
7. ცვლილებები წესებსა და პირობებში:
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ცვლილება შევიტანოთ ამ დოკუმენტში წინასწარი შეტყობინების გარეშე. განახლებული პირობები გამოქვეყნდება ამავე გვერდზე.